Accessibility links

გორგოძე და ნარიაშვილი „მონპელიეს“ ქომაგებმა ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს


ქართველი მორაგბეები მიხეილ ნარიაშვილი და მამუკა გორგოძე საფრანგეთის კლუბ „მონპელიეს" ყველა დროის სიმბოლურ შემადგენლობაში მოხვდნენ. კლუბმა 15 საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გულშემატკივრების გამოკითხვა სოციალურ ქსელში ორი კვირის წინ დაიწყო და საბოლოო შედეგები ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

მამუკა გორგოძე „მონპელიეში“ 2005-2014 წლებში თამაშობდა და 168 შეხვედრაში 27 ლელო გაიტანა, მიხეილ ნარიაშვილი კი, მეთერთმეტე წელია, ამ გუნდის წევრია, 186 მატჩი ჩაატარა და ერთი ლელო გაიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG