Accessibility links

ციმბირის საავადმყოფოში ექიმი ფანჯრიდან გადავარდა, კორონავირუსთან ბრძოლის განხილვისას


Russia mapwebmap

რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში, ციმბირში, ომის ვეტერანების საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინტენსიური მოვლის განყოფილებაში მოხვდა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, მას შემდეგ, რაც მეხუთე სართულზე განთავსებული თავისი ოფისის ფანჯრიდან გადავარდა.

კრასნოიარსკის რეგიონული პოლიციის თანახმად, ინციდენტი 25 აპრილს მოხდა და ადგილზე მაშინვე მივიდნენ სამართალდამცველები, თუმცა გამოძიება არ დაუწყიათ.

პოლიციას ექიმის სახელი არ დაუკონკრეტებია, თუმცა საავადმყოფოს ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ დირექტორის მოვალეობას ელენა ნეპომნიაშჩაია ასრულებს. კრასნოიარსკის ადგილობრივი ტელეკომპანია 25 აპრილს იუწყებოდა, რომ საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ფანჯრიდან გადავარდა მაშინ, როცა რეგიონის ჯანდაცვის მინისტრს, ბორის ნემიკს ტელეფონით ესაუბრებოდა და განიხილავდა საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობის გადაქცევას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების განყოფილებად. ტელეკომპანიის თანახმად, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამ წინადადებას მწვავედ ეწინააღმდეგებოდა.

27 აპრილს, ამ ეტაპისთვის, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 87,147-ს უტოლდება, დაღუპულია 794 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG