Accessibility links

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მლნ-ს გადააჭარბა


მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 018 038-ია. მათგან თითქმის 900 ათასი გამოჯანმრთელდა, 200 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა. დანარჩენები ამ ეტაპზეც ებრძვიან ვირუსს.

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კვლავ უცვლელია პირველი სამეული - აშშ-ში უკვე თითქმის მილიონი ადამიანი დაავადდა, ესპანეთში - 236 ათასზე მეტი, იტალიაში კი 197 ათასზე მეტი.

გარდაცვალების მიხედვითაც პირველი სამეულიც უცვლელია - აშშ (55,4 ათასი), ესპანეთი (23,5 ათასი) და იტალია (26,6 ათასი).

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 496 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, მათგან 149 გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG