Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი ამოქმედდა


დღეიდან, 27 აპრილიდან თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი ამოქმედდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა, ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს. ამისთვის სხვადასხვა სიახლეებს ვთავაზობთ თბილისის მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს", - თქვა თბილისის მერმა, რომელმაც თავადაც ისარგებლა ელექტროსკუტერით.

მერიის ინფორმაციით, პროექტი უწყების მხარდაჭერით კომპანია "სქროლმა" ამერიკულ კომპანია Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG