Accessibility links

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა გიორგი რურუა


„მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული სასჯელი არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, პროცესი დისტანციურად ჩატარდა.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ის ფინანსურად ეხმარებოდა თბილისში, მოძრაობა „სირცხვილიას“ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს. ოპოზიცია გიორგი რურუას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, თავად რურუას კი პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს. ოპოზიცია ერთხმად აცხადებდა, რომ ხელისუფლებისგან 8 მარტს მიღებული სიტყვიერი დაპირებით - უნდა შეწყვეტილიყო პოლიტიკური ნიშნით გასამართლების პროცესი და უნდა გათავისუფლებულიყო ოთხი პატიმარი, მათ შორის, გიორგი რურუა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG