Accessibility links

ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა


27 აპრილს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. შედეგად, დოლართან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2035 შეადგინა.

„როგორც არაერთხელ აღინიშნა, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს მიმდინარე წლის განმავლობაში უფრო აქტიურად განახორციელებს. ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარზე არაორდინალური ვითარებაა, ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდებას როგორც უცხოური, ისე ეროვნული ვალუტით“”, - აცხადებს ეროვნული ბანკი და დასძენს: - „გასულ წლებში ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს აგროვებდა და ამ პოლიტიკის სარგებელი დღეს სახეზეა. სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ამ განსაკუთრებული ვითარების ფონზე, ინტერვენციების საშუალებით, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს დამატებითი სავალუტო რესურსი მიაწოდოს“.

ეროვნულმა ბანკმა 28 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსიც დაადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG