Accessibility links

აშშ-მა და რუსეთმა განაპირობეს ბოლო ათწლეულში სამხედრო ხარჯების ყველაზე დიდი გლობალური ზრდა


ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გასულ წელს გლობალურად ყველაზე მეტად გაიზარდა სამხედრო ხარჯები, რაც დიდწილად განაპირობა ცივი ომის პერიოდის მეტოქეების, აშშ-ისა და რუსეთის მონაცემებმა, ისევე, როგორც ჩინეთის, საუდის არაბეთისა და ინდოეთის ხარჯებმა.

საერთაშორისო მშვიდობის კვლევის სტოკჰოლმის ინსტიტუტი (SIPRI) 27 აპრილს აცხადებს, რომ სწორედ ამ ხუთ ქვეყანაზე მოდიოდა 62 პროცენტი იმ 1,92 ტრილიონი დოლარიდან, რომელიც 2019 წელს სამხედრო სფეროზე დაიხარჯა გლობალურად.

2018 წელთან შედარებით, სამხედრო ხარჯები 3,6 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში, 2010 წლიდან, ყველაზე მოცულობითი ზრდა შეადგინა.

აშშ-ის სამხედრო ხარჯები 5,3 პროცენტით გაიზარდა და გაუტოლდა $732 მილიარდ დოლარს, რაც გლობალური დანახარჯის 38 პროცენტია. ეს თანხა თითქმის იმდენივეა, რამდენიც შემდეგი 10 ყველაზე დიდი მხარჯველი ქვეყნის კომბინირებული მონაცემები.

რუსეთმა გააგრძელა ხარჯების ზრდის ტენდენცია, რომელსაც ის ბოლო ორი ათწლეულია მისდევს და 2019 წელს სამხედრო სფეროზე დახარჯა 65,1 მილიარდი დოლარი, რაც 2018 წელთან შედარებით 4,5 პროცენტით ზრდას წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG