Accessibility links

თურქმენეთში ცხენების ეროვნული დღე აღნიშნეს


თურქმენეთში გაიმართა ცხენების ეროვნული დღე, ყოველწლიური დღესასწაული, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს ავტორიტარ პრეზიდენტს, გურბანგული ბერდიმუხამედოვს.

თურქმენეთი განაგრძობს მასობრივი ფესტივალების, სპორტული შეჯიბრებების და ცხენოსნობის ღონისძიებების ჩატარებას, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად. ამ მკაცრად კონტროლირებულ ქვეყანაში ოფიციალურად კორონავირუსის შემთხვევა არ არის აღრიცხული - თუმცა, ამ განცხადებას ეჭვით უყურებენ ხელისუფლების კრიტიკოსები და ჯანდაცვის ექსპერტები.

სახელმწიფო მედიის ცნობით, 26 აპრილს აშხაბადთან ახლოს გაიმართა რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის, ცხენების რბოლა, ცხენების სილამაზის ყოველწლიური კონკურსი, გამოფენები და საცეკვაო წარმოდგენები.

პრეზიდენტმა, რომლის ცხენებით გატაცებაც საჯაროდ არის ცნობილი, საჩუქრები მიიღო მეცხენეებისგან. თავად ბერდიმუხამედოვმა ფულადი პრემიები გადასცა მხატვრებს, რომლებიც ცხენებს ხატავენ, ცხენების სილამაზის კონკურსში გამარჯვებულის პატრონს კი მანქანა Audi Q8-ის გასაღები გადასცა.

რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, არის ვარაუდი, რომ ბერდიმუხამედოვი ასობით ჯიშიან ცხენს ფლობს. თურქმენეთის მთავრობის კრიტიკოსები თვლიან, რომ თურქმენული ჯიშის ცხენები კორუფციის და პიროვნების მზარდი კულტის იარაღად არის ქცეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG