Accessibility links

ზახაშვილი განმარტავს, რას ეფუძნება ზომების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას: რა კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ სურათს, მონაცემთა დინამიკას და თანაფარდობას ეფუძნება შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპები, ვადები? რა იყო თქვენი ცენტრის როლი ამ გეგმის შედგენაში?

როგორც ზახაშვილი განმარტავს, შემსუბუქების ეტაპებსა და ვადებს განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საბჭოს ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის ისეთ მონაცემებს, რომელიც გროვდება ქვეყნის მასშტაბით, ცალკეული შემთხვევების თუ გაერთიანებული ეპიდანალიზის სახით. შესაბამისად, როგორც ზახაშვილი აღნიშნავს, „შემსუბუქების ეტაპების ცვლილების და კონკრეტული ეტაპების შესახებ გადაწყვტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს“.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ სურათს, ზახაშვილის თქმით, არსებობს სტანდარტები, რომლებსაც იყენებენ ევროპის ქვეყნები, მაშინ, როდესაც საქმე ეხება შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქებას.

„იგივე სანდარტებს ეყრდნობა ჩვენი ეპიდემიოლოგიური ანალიზი, რაც გულისხმობს შემთხვევათა ყოველდღიურ ანალიზს, შემთხვევათა გავრცელების დინამიკაში ტენდენციის ანალიზს, ასევე კონკრეტული რეგიონების, სოფლების, ქალაქების, რაიონების მიხედვით გავრცელების მაჩვენებლისა და სიტუაციის შეფასება, რომლის მიხედვითაც ხდება რეაგირება უშუალოდ იმ პუნქტებში, სადაც ხდება შემთხვევათა გამოვლენა“, - ამბობს ზახაშვილი.

24 აპრილს მთავრობამ ექვსეტაპიანი გეგმა წარმოადგინა, რომელიც გულისხმობს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად, ორ-ორკვირიანი ინტერვალებით მოხსნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG