Accessibility links

სამხრეთ კორეის მინისტრი: დაზვერვის მონაცემები არ ადასტურებს კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის გაუარესებას


კიმ ჩენ ინი

სეულში მაღალი რანგის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ დაზვერვის მონაცემები არ ადასტურებს ხმებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ.

სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრმა, კიმ ენ ჩხოლმა 26 აპრილს სეულში დახურულ კარს მიღმა გამართულ ფორუმზე თქვა, სამხრეთ კორეას აქვს "საკმარისი სადაზვერვო მონაცემები საიმისოდ, რომ დარწმუნებით თქვას - არანაირი უჩვეულო მოვლენები არ შეინიშნება" ჩრდილოელ მეტოქესთან დაკავშირებითო. მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა შინაარსის მონაცემებზეა საუბარი, თუმცა თქვა, რომ მონაცემები კომპლექსურ ანალიზს დაექვემდებარა.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ხმები დაირხა მას შემდეგ, რაც ის 15 აპრილს არ გამოცხადდა მისი ბაბუის, ჩრდილოეთ კორეის დამაარსებლის, კიმ ირ სენის 108-ე იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG