Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ჩინეთს გაუსწრო, კორონავირუსის 87,100-ზე მეტი შემთხვევით


კორონავირუსით ინფიცირების მასშტაბით რუსეთმა ჩინეთს გაუსწრო, როცა 27 აპრილს ოფიციალური მონაცემი გასცდა 87,100 შემთხვევას.

რუსეთში იუწყებიან ვირუსით ინფიცირების 6,198 ახალ შემთხვევაზე, რის შედეგადაც სრული მონაცემი 87,147-ს უტოლდება. ეს თითქმის 3,200 შემთხვევით ნაკლებია ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ მონაცემზე, 83,912 შემთხვევაზე.

ვირუსმა, რომელიც პირველად ჩინეთში გამოჩნდა, მეზობელ რუსეთში ამ ეტაპისთვის 794 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG