Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აშშ-ს ადანაშაულებს არქტიკის რეგიონში დომინირების სურვილში


დანიაში რუსეთის ელჩმა 27 აპრილს აშშ დაადანაშაულა არქტიკის რეგიონში "კონფრონტაციის პოლიტიკის" გატარებაში, საიმისოდ, რომ იქ "დომინაცია მოიპოვოს".

ელჩი ვლადიმირ ბარბინი ამ განცხადებით გამოვიდა ინტერვიუში დანიის ყოველდღიურ გამოცემა Politiken-თან, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ 12,1 მილიონი დოლარით გაუწევს დახმარებას დანიის ავტონომიური რეგიონის, გრენლანდიის ეკონომიკას. ამასთან, ვაშინგტონი აპირებს განაახლოს 1953 წელს დახურული საკონსულოს მუშაობა გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში.

ბარბინმა ასევე გააპროტესტა დანიაში აშშ-ის ელჩის, კარლა სენდსის მიერ ახლახან ნათქვამი სიტყვები, რომელმაც არქტიკის რეგიონში რუსეთის ნაბიჯებს "აგრესიული" უწოდა და დაახასიათა წინაღობად დასავლეთის მცდელობისთვის მშვიდობიან განვითარებას შეუწყოს ხელი.

აშშ-ს "არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს სხვა ქვეყნების მსხვილმასშტაბიანი საინვესტიციო პროექტების მიმართ, ისევე, როგორც სხვადასხვა შეთქმულების თეორიის თუ უსაფუძვლო დასკვნების განვითარების მიმართ არქტიკაში სხვა ქვეყნების ეკონომიკური აქტივობის შესახებ" - განაცხადა ბარბინმა.

გრენლანდია ბოლო წლებში მოექცა რუსეთის და ჩინეთის კომერციული და სამხედრო უწყებების ყურადღების ცენტრში. ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აშშ-ის არმიისთვის და ბალისტიკური რაკეტების თაობაზე ადრეული გაფრთხილების მისი სისტემისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG