Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა კვლავ ებრძვის ხანძარს ჩერნობილის ყოფილი ატომური სადგურის სიახლოვეს


უკრაინელი მეხანძრეები განაგრძობენ ბრძოლას ხანძართან, რომელიც უკვე თითქმის ერთი თვეა გაჩენილია ჩერნობილის ამჟამად გაუქმებული ატომური სადგურის სიახლოვეს.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური 27 აპრილს იუწყება, რომ ბრიგადები აგრძელებენ მუშაობას ცეცხლის ჩასაქრობად ჩერნობილის ზონის სამ ტყეში. სამსახური დასძენს, რომ არეალში რადიაციის დონე არ სცდება დასაშვებ მონაცემს.

ხანძარი დაიწყო 3 აპრილს, დაუსახლებელი ზონის დასავლეთ ნაწილში და შემდეგ ახლოს მდებარე ტყეებს მოედო. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, მათ ცეცხლი რამდენჯერმე ჩაქრეს, თუმცა არეალში ახალ-ახალი კერები ჩნდება. პოლიცია აცხადებს, რომ დააკავა ორი პირი, რომლებიც პირველი ხანძარის გამოწვევაში არიან ეჭვმიტანილი.

ჩერნობილში ატომური სადგური 1986 წელს აფეთქდა და ეს შემთხვევა ისტორიაში ყველაზე მძიმე ბირთვულ კატასტროფად ითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG