Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაშვილის თქმით, ანტისხეულებზე ტესტი არ იძლევა მტკიცებულებას, გადატანილია თუ არა COVID-19


„ვირუსის გამოვლენისა და დადგენის ოქროს სტანდარტად რჩება თავად ვირუსის გამოვლენა“, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა უპასუხა შეკითხვას, თუ არის საქართველოში ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი აქვს გადატანილი, თავად ამის შესახებ არ იცოდა, მაგრამ ჩატარებულმა ტესტირებამ გამოავლინა, რომ მას ვირუსი ჰქონდა გადატანილი.

როგორც ზახაშვილი ამბობს, საქართველოში არსებული პროტოკოლების, გაიდლაინების მიხედვით (მთელ მსოფლიოში ასე არის აღიარებული) თუ ვირუსი არის, ადამიანი მიიჩნევა ინფიცირებულად და ადამიანი არის ავად. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ვირუსი არ არის ორგანიზმში, ამ მდგომარეობას ჰქვია გამოჯანმრთელებული ადამიანი ან უბრალოდ არასდროს ყოფილა ინფიცირებული.

რაც შეეხება იმას, გადაიტანა თუ არა მან დაავადება და გვიან გამოუვლინდა, ეს ფაქტი, როგორც ზახაშვილი განმარტავს, „შეიძლება იყოს დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ ანტისხეულების კვლევაზე. ანტისხეულებზე ტესტები არის ე.წ. სწრაფ ტესტებზე კვლევები, რომლებიც ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვანი მტკიცების საშუალებას არ იძლევა, რომ ამტკიცო, გადატანილი COVID-19 თუ ტესტები იძლევა განსხვავებულ შედეგს. იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანს სწრაფი ტესტით უვლინდება (სამედიცინო პერსონალს უტარდება) ერთდროულად მწვავე პროცესის და უკვე გამოჯანმრთელების პერიოდის ანტისხეულები, ისინი აუცილებლად გადიან PCR დიაგნოსტირებას, ისევე, როგორც ის ადამიანები, რომელთაც უვლინდებათ მხოლოდ იმუნოგლობულინი M, ანუ მწვავე პროცესისთვის დამახასიათებელი იმუნოგლობულინები“.

26 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 5000-ზე მეტი სწრაფი ტესტი არის გაკეთებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG