Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი მწვავედ აკრიტიკებს კორონავირუსზე ჩინეთის და რუსეთის დეზინფორმაციას


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ჩინეთს და რუსეთს ადანაშაულებს დეზინფორმაციის გავრცელებაში იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობს ალიანსი კორონავირუსის პანდემიას.

"გვაქვს მოსკოვიდან და პეკინიდან მომდინარე რამდენიმე განცხადების მაგალითი, რომლებიც არასწორია, რომლებიც ცდილობს ძირი გამოუთხაროს ნატოს მოკავშირეების ერთიანობას და რომლებიც ნატოს აბსოლუტურად არასწორად წარმოაჩენს" - განაცხადა სტოლტენბერგმა 27 აპრილს, ვიდეოჩართვით გამართულ მრგვალ მაგიდაზე რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასა და სხვა მედიასაშუალებებთან.

სტოლტენბერგის თქმით, ეს ორი ქვეყანა "ცდილობს ნატოელი მოკავშირეები წარმოაჩინოს როგორც უუნარონი, მაგალითად, ხანდაზმულთა დაცვის საქმეში, ან ერთმანეთთან თანამშრომლობის საქმეში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. სწორედ ამას ვაკეთებთ" - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა შენიშნა, რომ სამხედრო ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ახლახან გადაწყვიტეს "დააჩქარონ და გააღრმავონ თავიანთი საქმიანობა, რადგან ისინი ხედავენ ნატოში თანამშრომლობის მნიშვნელობას". მისი თქმით, ნატოელი მოკავშირეები ერთმანეთს ეხმარებიან თვითმფრინავებით, სამედიცინო მხარდაჭერით და პაციენტების ტრანსპორტირებით.

გასულ კვირაში ევროკავშირელმა დამკვირვებლებმა ილაპარაკეს კორონავირუსის პანდემიის შესახებ დეზინფორმაციის ნარატივების სამმხრივ ნაკადზე, რომლებიც ჩინეთისგან, ირანისგან და რუსეთისგან მომდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG