Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში გრძელდება COVID-19-ის შესახებ "პროვოკაციული ინფორმაციის" გამავრცელებელთა დაკავება


თურქეთში კიდევ 402 ადამიანი დააკავეს კორონავირუსის შესახებ სოციალური ქსელებით დაუსაბუთებელი და პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. მაგალითად, ასეთად ჩაითვალა ინფორმაცია, რომ უქმე დღეებში ე.წ. კომენდანტის საათი იმაზე დიდხანს გასტანს, ვიდრე ეს ოფიციალურადაა გამოცხადებული.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გასული თვენახევრის განმავლობაში გააანალიზეს სოციალურ ქსელებში 6300-ზე მეტი შეტყობინება და მათგან 855 საეჭვოდ ჩაითვალა. მარტის ბოლოს თურქეთის ხელისუფლებამ 410 ადამიანი დააკავა.

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 112 000-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 2900 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG