Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული საკრუიზო გემი სოხუმის პორტში აღარ შევა


COVID-19-ის პანდემიის გამო, სოხუმის პორტში აღარ შევა რუსეთის საკრუიზო გემი „კნიაზ ვლადიმირი“.

ინფორმაციას სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვაო ნაოსნობის სახელმწიფო კომპანიაზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, გემის ყველა რეისი გადაიდო და მათი აღდგენა დამოკიდებულია რუსეთში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და შეზღუდვების მოხსნაზე. რუსულ საკრუიზო გემს სოხუმის პორტში 4 მაისს ელოდებოდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 87 000-ს აჭარბებს, მათგან 794 გარდაიცვალა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დადასტურებული აქვს COVID-19-ის 3 შემთხვევა, მათგან 1 გარდაცვალების.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG