Accessibility links

თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია


თბილისში, ძმობის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სამსართულიან კერძო საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და გვერდით მდგომ სახლზეც გავრცელდა.

ცეცხლს 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მეხანძრე-მაშველმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრულად ლიკვიდირება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG