Accessibility links

ბოჭორიშვილის კლინიკაში 7 ახალი პაციენტიდან 4 ბოლნისიდან და შინდისიდანაა


აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტი დაემატა, მათგან 4 ბოლნისიდან და შინდისიდან შეიყვანეს.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, დანარჩენი 3 ახალი შემთხვევა იმ ოჯახების წევრები არიან, რომლებიც უკვე მკურნალობენ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში.

მაკა სოლოღაშვილის თანახმად, ამ დროისათვის ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 54 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 11 არასრულწლოვანია, ასევე 11 პაციენტის მდგომარეობაა საყურადღებო,1 მძიმე პაციენტია განთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში.

გასული ღამის შემდეგ, საქართველოში 497-დან 511-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი.

საერთო ჯამში 511 დადასტურებული შემთხვევიდან ​156 გამოჯანმრთელებულია. 6 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG