Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფასგან 4,3 მილიონ ევროს მიიღებს


საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა შეცვალა წინასწარ დადგენილი წესები და გადაწყვიტა, პროგრამა „ჰეთ თრიქში“ მონაწილე ქვეყნებს თანხა წინსწრებით ჩაურიცხოს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური ვებსაიტის ინფორმაციით, საუბარია 236,5 მილიონ ევროზე, რომელიც უეფას წევრ 55 ასოციაციაზე გადანაწილდება. შესაბამისად, თითოეული წევრი, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 4,3 მილიონ ევროს მიიღებს.

„კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ფეხბურთისთვის ძალიან დიდი პრობლემაა და უეფას სურს, თავის წევრ ასოციაციებს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, კონკრეტულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. გადავწყვიტეთ, თითოეულ ასოციაციას წინასწარ მივცეთ მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილისა და მომავალი სეზონის დაფინანსება - 4,3 მილიონი ევრო. თანხის ნაწილს უეფას წევრები თავიანთი შეხედულებისამებრ გამოიყენებენ, საფეხბურთო მეურნეობის აღსადგენად“ - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა.

პროგრამა „ჰეთ თრიქს“ უეფამ 2004 წელს ჩაუყარა საფუძველი. ეს არის გრანდიოზული პროექტი, რომელიც ევროპაში ფეხბურთის განვითარებაზეა ორიენტირებული. უეფას წევრი ფედერაციები თავიანთ ქვეყნებში სპორტული და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, „ჰეთ თრიქის“ ფარგლებში რეგულარულად იღებენ დაფინანსებას. 2018 წელს, ბრატისლავაში გამართულ უეფას 42-ე კონგრესზე გადაწყდა, რომ 2020-2024 წლებში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, "ჰეთ-თრიქის" პროგრამით სულ 775,5 მილიონი ევროთი დაფინანსდებიან. თითოეული წევრი 14,1 მილიონს მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG