Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და სოფელ ხიდისყურში საკარანტინო რეჟიმი უქმდება


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სრული საკარანტინო რეჟიმი აღარ არის. ამის შესახებ ბრიფინგზე მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ორივე შემთხვევაში, დღეიდან მხოლოდ ის რეგულაციები გავრცელდება, რაც დანარჩენ საქართველოში.

"საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 4 300 და სოფელ ხიდისყურის 80 მცხოვრებს რამდენჯერმე ჩაუტარდა პროაქტიული თერმოსკრინინგი - ასევე, მიზნობრივი ტესტირებები ჩაუტარდა ინფიცირებულთა ყველა კონტაქტს", - აღნიშნა მან.

ლენტეხის მუნიციპალიტში სრული აკრძალვა 10 აპრილიდან, ხოლო სოფელი ხიდისყურში 13 აპრილიდან დაწესდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG