Accessibility links

კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა ქვემო ქართლზე მოდის


მარნეულის ჩაკეტილი შესასვლელი

საქართველოში კორონავირუსის ბოლო ახალი შემთხვევებიდან 8 ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირდა. ხუთი ბოლნისში, 2 თეთრიწყაროში და 1 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში.

რეგიონის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მედიას აცნობა, რომ ბოლნისში კორონავირუსი დაუდასტურდა 5 პირს, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ. თეთრიწყაროში ორი ინფიცირებულიდან ერთი „ექიმების კლასტერიდანაა“, მეორე პაციენტის დაინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით დაუდგენელია. რაც შეეხება სოფელ მარადისის მცხოვრებს, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. რამდენიმე ხნით ადრე კორონავირუსი დაუდასტურდა მისი ოჯახის ორ წევრს

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სიმრავლის გამო, მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო მკაცრი კარანტინის ზონებადაა გამოცხადებული.

28 აპრილს დილით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, 511 შემთხვევიდან ​156 გამოჯანმრთელებულია. 6 გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი გარდაცვალება 4 აპრილს დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG