Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში რედაქტორი და ჟურნალისტი დააპატიმრეს ხამენეის კარიკატურის გამო


(C), undated.
(C), undated.

ირანში ნახევრად ოფიციალური ახალი ამბების სააგენტო ILNA-ს მთავარი რედაქტორი და სოციალური მედიის ადმინისტრატორი დააკავეს, როგორც ხელისუფლებამ ჩათვალა, ქვეყნის ლიდერის შეურაცხმყოფელი კარიკატურის გამოქვეყნებისთვის.

იუწყებიან, რომ კარიკატურა, რომელიც გასულ კვირაში გამოქვეყნდა, ILNA-ს ტელეგრამის საიტიდან მალევე აიღეს. ინციდენტის შემდეგ, ILNA-ს მთავარი რედაქტორი, მასოუდ ჰაიდარი, თავდებით გაათავისუფლეს, მაგრამ სააგენტოს Telegram-ის ადმინისტრატორი, ჰამიდ ჰაგჰჯო პატიმრობაში რჩება და უცნობია, აპირებენ თუ არა მისთვის ბრალის წაყენებას.

თეირანის პროკურატურის ცნობით, საქმე აღძრულია. „შეურაცხმყოფელი სურათის გამოქვეყნების შემდეგ, არხს დაევალა მისი სასწრაფოდ აღება“, - აღნიშნა 27 აპრილს თეირანის პროკურორმა ალი ალგაში მეჰრმა.

ILNA უარყოფს ირანის სასულიერო ლიდერის შეურაცხმყოფელ კარიკატურასთან კავშირს და ადანაშაულებს გაზეთის ოპონენტებს, რომლებმაც გააყალბეს სააგენტოს ლოგო და მოტყუებით დააბრალეს მას კარიკატურის გამოქვეყნება.

კარიკატურაში გამასხარავებული არიან ის მოხელეები, რომლებიც ისლამური მედიცინის სახელით მხარს უჭერენ კორონავირუსისგან განკურნების გამოგონილ მეთოდებს, როგორიც არის, მაგალითად, აქლემის შარდის გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG