Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო: საქართველოს მთავრობას ეკონომიკური რეაბილიტაციის დაგეგმვაში დავეხმარებით


აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური რეაბილიტაციის დაგეგმვაში დაეხმარება. ინფორმაცია საელჩოს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

"აშშ-ის მთავრობის COVID-19-ის საპასუხო ქმედებების ფარგლებში USAID/Georgia ეხმარება საქართველოს მთავრობას, მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის. ამჟამად ტექინკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მთავრობას, რომ დავეხმაროთ COVID-ის შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში. გეგმა ორიენტირებული იქნება დასაქმების გაზრდის შესაძლებლობებზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, აშშ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად 64 მლნ დოლარით ეხმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG