Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საკარანტინო სივრცეებში 3,8 მლნ ლარზე მეტს ხარჯავს


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტი კორონავირუსის პრევენციისთვის საკარანტინო სივრცეებში 3 827 750 ლარს ხარჯავს. უწყება ამ თანხით 6 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით 16 სასტუმროს ნომრებს ქირაობს. დამატებით 10 ათასი ლარია გათვალისწინებული დეზინფექციისთვის.

ამ ხელშეკრულებების ფარგლებში ერთდროულად 1 267 ნომრის დატვირთვაა შესაძლებელი. ყველაზე ძვირს უწყება სასტუმრო კოლიზეუმში, გრანდ გლორიასა და სანაპიროში იხდის. ერთი ღამე კვებით აქ 90 ლარი ღირს.

გარდა ამისა, 22,6 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მასშტაბით სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად გამოსაყენებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG