Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი აპირებს მიმართვის გაკეთებას კორონავირუსის კრიზისის ფონზე


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თავის რეზიდენციიდან დისტანციურ ვიდეოთათბირს გამართავს და ქვეყნის რეგიონის ხელმძღვანელებთან ერთად განიხილავს კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. ასევე, მოსალოდნელია, რომ მან გააკეთოს საჯარო მიმართვა შეხვედრის დაწყების წინ. ამის შესახებ ახალი ამებების სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.

„ცხადია, პრეზიდენტი პუტინი გააკეთებს მიმართვას. მე არ მინდა რაიმეს წინასწარ თქმა. დაველოდოთ კონფერენციას“, - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულია, სულ ცოტა, 93500 ადამიანი, გარდაიცვალა 867.

უფრო ადრე, რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთში შესაძლოა 7-8%-მდე, ხოლო უარეს შემთხვევაში 10%-მდე გაიზარდოს უმუშევრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG