Accessibility links

თბილისში სკუტერის 10 წუთით გამოყენება 4,5 ლარი ჯდება


თბილისში სკუტერის 10 წუთით გამოყენება 4,5 ლარი ჯდება. საფასური აპლიკაციაშია მითითებული.

როგორც ირკვევა, სკუტერით სარგებლობის დაწყება 1 ლარი ღირს, ყოველი წუთის ღირებულება კი 35 თეთრია. რადიო თავისუფლებას კომპანია "სქროლში" განუცხადეს, რომ, მათი ვარაუდით, თითო ადამიანი სკუტერს 14-20 წუთის განმავლობაში გამოიყენებს, რაც დაახლოებით 6-დან 8 ლარამდე მერყეობს.

ელექტროსკუტერების პრეზენტაცია გუშინ, 27 აპრილს გაიმართა. იგი ერთ-ერთმა პირველმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამოიყენა.

პრეზენტაციის მეორე დღეს ფასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს თქვა, რომ "ყველა ტრანსპორტს თავისი მომხმარებელი ჰყავს":

"არ ვიცი, ადამიანმა ერთი საათი სად უნდა მოიხმაროს, თუ ხაშურში უნდა წავიდეს, არ ვურჩევ... გააჩნია, ვისთვისაა, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ძვირი, ვიღაცისთვის - მისაღები. ვიღაცისთვის ტაქსი ძვირია და ის სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტობუსით და მეტროთი. ვიღაცისთვის არაა ძვირი და გადაადგილდება ტაქსით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG