Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს


პოლიციამ დააკავა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე. როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

დავით ცინარიძე თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 2015 წელს ინტერნეტსივრცეში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვიდეო გაავრცელა, რომელიც, სავარაუდოდ, პატრულის ვიდეოკამერით არის გადაღებული. მასში ჩანს, თუ როგორ მოიხსენიებს მძღოლი უცენზურო სიტყვებით პატრულის თანამშრომელს, შემდეგ კი, მისივე სიტყვებით, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, დავით ცინარიძეს, უკავშირდება, რის შემდეგაც მოქალაქეს პატრული ჯარიმის გამოუწერლად უშვებს. საპატრულო ეკიპაჟის მიერ გადაღებული კადრები ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG