Accessibility links

სულ მცირე 20 კაცი დაიღუპა სირიის ჩრდილოეთში მომხდარი აფეთქების შედეგად


ქუჩა ქალაქ აფრინში

სამშაბათს სულ მცირე 20 კაცი დაიღუპა დანაღმული ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად თურქეთის მხარდაჭერილი მემებოხეების კონტროლირებად სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აფრინში.

ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, აფეთქების შედეგად დაიჭრა 27 ადამიანი.

განსხვავებულ ცნობას ავრცელებს თურქეთი, რომელიც 28 აპრილის აფეთქებაში ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირს (YPG) ადანაშაულებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 40 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი. დაიჭრა - 47.

ქალაქ აფრინის დიდი ნაწილი 2018 წლის იერიშის შედეგად ხელთ იგდეს თურქეთის არმიამ და მის მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა მეამბოხეებმა.

მანქანის აფეთქებით მომხდარი მსგავსი ინცინდენტი ამ არეალში წინ თვეებშიც არაერთხელ მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG