Accessibility links

საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა


ლიონის სტადიონი. 2020 წლის 26 თებერვალი

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები სექტემბრამდე არ გაიმართება. გაუქმდა და გადაიდო ყველა შიდა თუ საერთაშორისო ტურნირი, რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო. საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატი (ლიგა 1) კი სულაც, დასრულებულად გამოცხადდა.

„შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, სპორტული ღონისძიებები სექტემბრამდე არ ჩატარდება“ - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა.

ლიგა 1-ში თამაშები 9 მარტის შემდეგ აღარ გამართულა. სულ 28 ტურია ჩატარებული და ფინიშამდე 10 ტურით ადრე, გათამაშების ცხრილის ლიდერი „პარი სენ-ჟერმენი“ უახლოეს მდევარს - „მარსელს“ 12 ქულით უსწრებს.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია მაისში გამოაცხადებს შეწყვეტილი ჩემპიონატის ჩემპიონ-პრიზიორებს. მაისშივე გადაწყდება, როგორ გადანაწილდება უეფას ევროტურნირების საგზურები და რომელი კლუბები დაქვეითდებიან ლიგა 2-ში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG