Accessibility links

გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოტანილი PCR-ტესტებით მარაგი 40 000-ით გაიზრდება


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის" ეთერში თქვა, ამჟამად საქართველოში PCR-ტესტების [მოლეკულურ კვლევაზე დაფუძნებული] მარაგი 21 000-ს შეადგენს.

„ამაღამ ჩამოდის ჩარტერული რეისი ჩინეთიდან და შევავსებთ მარაგს“, - აღნიშნავს გამყრელიძე და ამატებს, - „ჩინეთში დაახლოებით 50 ბიოტექნოლოგიური კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ტესტებს. შერჩეულია, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოები. ხვალ დაახლოებით 40 000 ტესტი დაემატება [საქართველოში არსებულ მარაგს]“. მისი თქმით, მომავალი კვირის ბოლოს დაახლოებით 20 000 ტესტს გერმანიიდან ჩამოიტანენ.

„ჩვენ ამჟამად გვაქვს გერმანული, ბრიტანული, აშშ-ის CDC-ის, სამხრეთ კორეის და ჩინეთის ტესტები“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღეს, 28 აპრილს, ღამე ასევე იგეგმება ანტისხეულებზე დამყარებული 20 000 ტესტის ჩამოტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG