Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „ცილისწამებას“ უწოდებს ცნობას ჩეხ პოლიტიკოსებზე თავდასხმის რუსული გეგმის თაობაზე


რუსეთის ფედერაციის საელჩომ ჩეხეთის რესპუბლიკაში "ცილისწამება" და "დეზინფორმაცია" უწოდა ჩეხურ მედიაში გამოქვეყნებული ცნობა პრაღის ოფიციალური პირების სავარაუდოდ მოწამვლის რუსული გეგმის შესახებ.

ცნობილ ჩეხურ ჟურნალ Respekt-ის 26 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ პრაღის მერი ზდენეკ ჰრჟიბი და პრაღის მეექვსე ოლქის მერი, ონდჟეი კოლარი რუსეთის დაზვერვამ გამოყო ლეტალური ტოქსინით მოსაწამლად. Respekt-ი ეყრდნობა დაზვერვის სფეროს ანონიმურად დატოვებულ წარმომადგენელს, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის დაზვერვის სავარაუდო წარმომადგენელი სამი კვირის წინ ჩავიდა ჩეხეთის დედაქალაქში, დიპლომატიური პასპორტით და ჩემოდნით, რომელშიც ნივთიერება რიცინი იდო.

რუსეთის ფედერაციის საელჩომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ცნობას უწოდა „იმ საინფორმაციო კამპანიის გაგრძელება“, რაც მიზნად ისახავს რუსეთის დისკრედიტაციას და „ჩეხეთის საზოგადოების თვალში მის მტრის სახით წამოჩენას“.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს ნოტას უწოდა „უადგილო“ და განაცხადა, რომ იგი მიმართულია პრესის თავისუფლების წინააღმდეგ.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომაშ პეტრიჩეკმა, რამდენჯერმე გააფრთხილა რუსეთის საელჩო მოსალოდნელ შედგებზე, თუ ჩეხეთის მოქალაქეებს რაიმე დაემართებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG