Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი მხარს უჭერს ჯო ბაიდენს, როგორც დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს


ჰილარი კლინტონი. 2016 წელი
ჰილარი კლინტონი. 2016 წელი

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და წინა არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი, მხარს უჭერს ჯო ბაიდენს, რომლისთვისაც ეს დიდი ბიძგია დემოკრატთა პრეზიდენტობის კანდიდატის ტიტულის მოსაპავებლად.

მანამდე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კამპანიას მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დასამარცხებლად მხარი დაუჭირეს, ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და სენატორმა ბერნი სანდერსმა, რომელმაც 8 აპრილს შეწყვიტა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლა.

ჰილარი კლინტონმა თავის მხარდაჭერა 28 აპრილს გამოხატა ბაიდენის კამპანიის ფარგლებში გამართულ ონლაინეკონფერენციაზე, რომლის თემა იყო კორონავირუსის პანდემიის გავლენა ქალებზე.

COVID-19-ის შედეგად აშშ-ში 58 ათასი ადამიანი დაიღუპა. კორონავირუსის კრიზისის პერიოდში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედება დემოკრატების კრიტიკის საგანს წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG