Accessibility links

"ჩაკეტილი ქალაქები" იხსნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული მოქალაქეებისთვის


დღეიდან, 29 აპრილიდან ქალაქებიდან გასვლას და დაბრუნებას დროის გარკვეულ მონაკვეთში შეძლებენ თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და ბათუმის ის მცხოვრებნი, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით:

♦ 29 აპრილიდან, თბილისში მცხოვრები მოქალაქეები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-დან 08:00 საათამდე, ხოლო დაბრუნებას საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე შეძლებენ სამინისტროს მიერ გაცემული საშვით;

♦ ნებართვის მისაღები ფორმა განთავსებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებსაიტზე და ის მოქალაქემ უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე;

♦ განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული, ან მატერიალური ფორმით, საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავლჯერადს;

♦ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად;

♦ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რეგიონულ შტაბებს.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 15 აპრილიდან აკრძალულია თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან გასვლა და ამ ქალაქებში შესვლა.

4 ქალაქიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებიც აკრძალვის მოქმედების პერიოდში უკან ვეღარ დაბრუნდებიან. შესვლა შეუძლიათ მხოლოდ ამ ქალაქებში რეგისტრირებულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG