Accessibility links

დღეს დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის


დღეს დედამიწას ჩაუვლის ასტეროიდი 1998 OR2, რომლის დიამეტრი დაახლოებით 1,5 კილომეტრია.

1998 წელს აღმოჩენილი ასტეროიდი პოტენციურად საშიშად ითვლება, რადგან დედამიწის ორბიტას პერიოდულად უახლოვდება. ამჯერად, ასტეროიდი დედამიწას 6,2 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის.

BBC-ს ცნობით, პუერტო-რიკოს ობსერვატორიის თანამშრომლები რომლებმაც კოსმოსში მფრინავი 1998 OR2-ის აღბეჭდვა შეძლეს, ხუმრობენ, რომ ასტეროიდმა დედამიწაზე კორონავირუსის პანდემიის შესახებ იცის და დამცავი ნიღბით შეიმოსა.

ობსერვატორიის სპეციალისტების პროგნოზით, 2079 წელს, 1998 OR2 დედამიწას დღევანდელზე 3,5 ჯერ ნაკლები მანძილით მიუახლოვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG