Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსმა "ოსკარზე" ნომინირების წესიც შეცვალა


ამერიკის კინოაკადემიამ COVID-19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა, 2021 წლისთვის, „ოსკარის“ მოსაპოვებლად შეარჩიოს ის ფილმებიც, რომლებიც ონლაინ უჩვენეს და არა კინოთეატრებში. ცვლილება მხოლოდ მომდევნო, 93-ე ცერემონიის ნომინანტებზე ვრცელდება.

დღემდე აუცილებელი პირობა იყო ფილმის ჩვენება ლოს-ანჯელესის რომელიმე კომერციულ კინოთეატრში ზედიზედ 7 დღის განმავლობაში, დღეში სამჯერ მაინც. კორონავირუსის პანდემიის გამო, ლოს-ანჯელესის კინოთეატრები დახურულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG