Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველებმა ალაზანში იპოვეს დაკარგული მამაკაცის ცხედარი


მაშველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალაზანში იპოვეს დაკარგული მამაკაცის ცხედარი.

80 წლის კაცი, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავდა, 27 აპრილს გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იმავე დღეს, სამძებრო ოპერაციის დაწყებისას, ალაზნის ნაპირზე აღმოაჩინეს დაკარგული მოქალაქის ტანსაცმელი. მაშველების და მყვინთავების მონაწილეობით სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე დრონის და მდინარის ფსკერის მონიტორინგის საშუალების გამოყენებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG