Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხეში მყოფ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა


ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტებიდან, კორონავირუსი ერთ-ერთ მათგანს დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხები დღეს, 29 აპრილს მიიღეს. ინფიცირებული გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

პაციენტი რეგიონის მცხოვრები არ არის. ის ცხელების ცენტრში, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს.

გუშინ, 28 აპრილს ახალციხიდან 35 პირის ბიოლოგიური მასალა საკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს. მათგან 22 სამედიცინო პერსონალი, 13 კი ცხელების ცენტრიდან შეყვანილი პაციენტი იყო. ანალიზის პასუხების მიხედვით, კორონავირუსი მხოლოდ ერთ მათგანს აღმოაჩნდა. ვირუსი არ დაუდასტურდა არცერთ ექიმს.

"მედპერსონალის ტესტირება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ახალციხის ცხელების ცენტრში პირველი შემთხვევა დადასტურდა. ეს კოვიდ19-ის პროგრამის თანამდევი პროცესია და ის კლასტერი, ვინც ამ პერიოდში მუშაობდა, ყველას ტესტირება ჩაუტარდა. მედპერსონალი პროტოკოლის მიხედვით, აქაც ორ კვირაში ერთხელ იცვლება", - ამბობს კლინიკის მენეჯერი გიორგი ბარძიმაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს.

ეს ახალციხეში კორონავირუსის დადასტურების მეორე შემთხვევაა. პირველად ვირუსი 25 აპრილს, ასევე საკარანტინო ზონიდან ცხელების ცენტრში შეყვანილ კაცს აღმოაჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG