Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობამ "სუფთა სახლს" მუშაობის უფლება მისცა


საქართველოს მთავრობამ კომპანია "სუფთა სახლს" მუშაობის უფლება მისცა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ გუშინ, 28 აპრილს გამოსცა.

"დიდი სურვილი გვქონდა გაგვეგრძელებინა თქვენი მომსახურება, რათა შეუზღუდავად მოგვეწოდებინა პირველადი მოხმარების პროდუქცია, რომელიც ამ პერიოდისათვის კრიტიკულად საჭირო და მნიშვნელოვანია", - წერდა კომპანია 10 აპრილს, საქმიანობის შეჩერების დროს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაახლოებით, ერთი თვის წინ სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელების, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო ქსელებისა და საბანკო განყოფილებების მომსახურების გარდა სხვა ეკონომიკური საქმიანობა აიკრძალა. ამ მოტივოთ "სუფთა სახლს" საქმიანობის შეჩერება მოუწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG