Accessibility links

სამი კაცი დაიღუპა და 15 დაიჭრა ავღანეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად


ავღანელი სამხედროები აფეთქების ადგილზე

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად ავღანეთის დედაქალაქის მიმდებარე რაიონში. „29 აპრილის დილით თვითმკვლელმა თავი აიფეთქა ხალხის გარემოცვაში ჩაბარ ასიაბის რაიონში, ქაბულის მახლობლად,“ - ნათქვამია ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რაიონი, სადაც აფეთქება მოხდა, ქაბულიდან 11 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სამიზნეს კი სავარაუდოდ წარმოადგენდა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთ-ერთი დანაყოფის ბაზა.

თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმაზე, რომელიც მოხდა მუსლიმანთა წმინდა რამადანის თვეში, პაუსხისმგებლობა არავის აუღია.

თალიბანის წარმომადგენელმა, ზაიულაჰ მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ დაჯგუფება არკვევს, იყვნენ, თუ არა მისი წარმომადგენლები ჩართული ამ თავდასხმაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG