Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 40-მდე გაიზარდა სირიაში აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი


სულ მცირე 40 სამოქალაქო პირი, მათ შორის, 11 ბავშვი დაიღუპა 28 აპრილს ჩრდილოეთ სირიის ქალაქ აფრინში, ბომბის აფეთქების შედეგად. ამ ქალაქს თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები აკონტროლებენ.

ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი 46 ადამიანია, და მათგან 11 ბავშვია, დაჭრილია 50 პირი. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 40 ადამიანს შეადგენს. სამინისტრო თავდასხმაში ბრალს სდებს ქურთების ხელმძღვანელობით მოქმედ ძალას, სახალხო დაცვის დანაყოფებს, რომლებსაც ანკარა მიიჩნევს აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირის მქონე ტერორისტულ ჯგუფად.

აფეთქება მოხდა მაშინ, როცა ხალხი საკვებს ყიდულობდა რამადანის მარხვის გატეხვისთვის, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, მორგან ორტაგუსი. პრესმდივანმა განცხადებაში დაგმო თავდასხმა და განაცხადა, "ბოროტების ასეთი ლაჩრული აქტები კონფლიქტის ყველა მხარისგან მიუღებელიაო". მან კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის მოწოდება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG