Accessibility links

ეკა ბესელია მთავრობის საქმიანობის გასაკონტროლებლად საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს


ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია საგანგებო მდგომარეობის პირობებში მთავრობის გასაკონტროლებლად დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს:

„განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის პირობებში იმიტომ, რომ თქვენ იცით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეს არის კონვენციის დადგენილი ნორმებიდან დროებითი გადახვევა, რაც რისკებს აჩენს ადამიანის უფლებების კუთხით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარტიამ „სამართლიანობისთვის" კორონავირუსის წინააღმდეგ გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ საკუთარი ხედვები საზოგადოებას 29 აპრილს გააცნო. სტრატეგია ჯანდაცვის, ეკონომიკისა და საპარლამენტო კონტროლის საკითხებს შეეხება.

საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG