Accessibility links

კობა გვენეტაძე: საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით -4% იქნება


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით მინუს 4% იქნება.

გვენეტაძის განმარტებით, ეს გამოწვეულია ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის შემცირებით. წინასწარი მონაცემებით, მარტში ექსპორტი 22%-ით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი თითქმის 70%-ით შემცირდა.

მარტში 9%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები და 13%-ით იმპორტი. ეკონომიკური ვარდნის მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG