Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი აზუსტებს, ჟურნალისტებს კორონავირუსზე ახალი ალგორითმის ამოქმედების შემდეგ შეამოწმებენ


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჟურნალისტებს კორონავირუსზე მას შემდეგ შეამოწმებენ, რაც ქვეყანაში ახალი ალგორითმი ამოქმედდება. ამის შესახებ მან რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრის დროს განაცხადა.

"რესპუბლიკური საავადმყოფო დამოუკიდებლად ვერ დაიწყებს ჟურნალისტების შემოწმებას... ჩვენ ამ დეტალებზე ვისაუბრებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, შემუშავდება ახალი ალგორითმი და ამოქმედების შემდეგ ესეც იგეგმება", - თქვა მინისტრმა.

მინისტრის ამ განცხადებას წინ უსწრებდა რესპულიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის კომენტარი ჟურნალისტების კორონავირუსზე შემოწმების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ეს პროცესი დღეიდან იწყებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG