Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო: ვინც სახლში რჩება, იცავს თავის ოჯახსა და თანამოქალაქეებს


საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ მიესალმება ყველა იმ ადამიანს, ვინც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ხელისუფლების მითითებებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია საელჩოს ფეისბუკის გვერდზე განთავსდა.

"თქვენ იცავთ საკუთარ თავებს, თქვენს ოჯახებსა და თანამოქალაქეებს. ჩვენ ვაფასებთ თქვენს გულმოდგინებას. ამ გამოწვევის წინაშე ყველანი ერთად ვართ და ერთადვე გადავიტანთ მას", - წერს საელჩო.

საქართველოში კორონავირუსს ბოლო ორი თვეა აქტიურად ებრძვიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დაავადების პრევენციისა და ადამიანების დასაცავად აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა და შინ დარჩენა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 517 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 168 განიკურნა, 6 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG