Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დასრულდება აშშ-ის ცენტრალური ბანკის ორდღიანი თათბირი. მოსალოდნელია საპროგრამო განცხადება


ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი
ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც აშშ-ში ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, 29 აპრილს დაასრულებს თავის პირველ თათბირს მას შემდეგ, რაც მარტის შუა რიცხვებში კორონავირუსის კრიზისის გამო ნულამდე შემცირდა აშშ-ის საპროცენტო განაკვეთი. მოსალოდნელია, რომ ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტი (FOMC) ვაშინგტონში თავის ორდღიან შეხვედრას დაასრულებს საპროგრამო განცხადებით და პრესკონფერენციით.

როგორც მოსალოდნელია, ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი უფრო დაწვრილებით ინფორმაციას წარმოადგენს ბანკის საკრედიტო პროგრამების შესახებ.

აშშ-ის ცენტრალური ბანკი მუშაობს იმაზე, რომ ნაღდი ფულით დაეხმაროს ეკონომიკას კრედიტირების მრავალრიცხოვანი პროგრამების მეშვეობით. მან პირობა დადო, რომ შეისყიდის აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვალებს, რაც, ფაქტობრივად, მთავრობას საშუალებას მისცემს, მეტი ფული დაბეჭდოს ამ პროგრამების დასაფინანსებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG