Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ კომპანიას "ანას ბაღთან" კორპუსის აშენების უფლება აღუდგინა


თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამშენებლო კომპანიას თბილისში, ვარკეთილში, იქ, სადაც "ანას ბაღი" მდებარეობს, კორპუსის აშენების უფლება აღუდგინა. სასამართლოს განჩინება დღეს, 29 აპრილს გახდა ცნობილი.

"ანას ბაღის" დამცველები არ ვაპირებთ შევეგუოთ უსამართლობას, არ დავუშვებთ მშენებლობის გაგრძელებას, გვაქვს იმედი ფართო საზოგადოების მხარდაჭერის", - წერია ანას ბაღის დამცველების ფეისბუკის გვერდზე.

თავად "ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის" წარმომადგენელი, გიორგი ბენაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მშენებლობას, სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემდეგ განაახლებენ.

ვარკეთილში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის უფლება თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თებერვალში შეაჩერა.

ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა. ამის გამო 2018 წელს ადგილობრივებმა მერიას საჩივრით მიმართეს. მაშინ საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ მოგვიანებით სამშენებლო კომპანია "ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა" ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG