Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის წიგნის ფესტივალი მაისში ვირტუალურად ჩატარდება


თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მაისში ტარდება ხოლმე, წელს განსხვავებულად გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორის, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თანახმად, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, წიგნის დღესასწაული ამჯერად ონლაინსივრცეში გადაინაცვლებს, ტრადიციული ფესტივალი კი შემოდგომაზე გაიმართება.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი 30, 31 მაისს გაიმართება. ფესტივალის მისამართი კი იქნება - https://www.facebook.com/tbilisibookfair/.

„თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი უმთავრესი ლიტერატურული ღონისძიებაა, რომელსაც ათასობით მკითხველი ყოველ გაზაფხულზე მოუთმენლად ელის. წელს, მსოფლიო პანდემიამ გეგმები შეგვაცვლევინა.

ფესტივალის პარტნიორებთან, სპონსორებთან და მონაწილეებთან შეთანხმებით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება 2020 წლის 24-27 სექტემბერს.

მაგრამ, სანამ სექტემბერი დადგება, გადავწყვიტეთ ტრადიციულ დროს მაინც შევიკრიბოთ, ოღონდ ამჯერად ონლაინ სივრცეში”, - აღნიშნულია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განცხადებაში.

თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი 2020 წლის 24-27 სექტემბერს კვლავაც ტრადიციულ ადგილას, „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG