Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული "როსნეფტი" აცხადებს, რომ ბრიტანულ BBC-ს სასამართლოში უჩივლებს


რუსეთის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანია “როსნეფტ“-მა განაცხადა, რომ სასამართლოში უჩივლებს ბრიტანულ მაუწყებელ BBC-ს.

რუსული კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ВВС-ის მიერ გავრცელებული ცნობები „როსნეფტ“-ის მონაწილეობით გენეტიკური ცენტრის შექმნის შესახებ, შეიცავს უსაფუძვლო ტყუილს კომპანიის და პირების მიმართ, რომლებსაც პროექტთან კავშირი არ აქვთ.

რუსული კომპანია აცხადებს, რომ სასამართლოს მიმართავს ცრუ ინფორმაციის უარყოფის და რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით. „როსნეფტ“-ის განცხადებაში არაფერია ნათქვამი, რომელ პირებს გულისხმობს, ან რა იყო ტყუილი.

29 აპრილს, BBC-ის რუსულმა სამსახურმა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ „როსნეფტ“-ის დაფინანსებით შეიქმნება რუსების გენეტიკური კვლევის ცენტრი და მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი იქნება მარია ვორონცოვა, რომელსაც მედია პრეზიდენტ პუტინის უფროს ქალიშვილად მოიხსენიებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG