Accessibility links

მსოფლიოში მილიონს გადააჭარბა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა


მსოფლიოში COVID-19-ისგან უკვე გამოჯანმრთელდა საერთო ჯამში, 1 001 933 ადამიანი. ამ მონაცემებს შეიცავს მკვლევრების და მოხალისეების საერთაშორისო ჯგუფის Worldometer-ის მიერ 30 აპრილს, დილით გამოქვეყნებული სტატისტიკა.

ეს ჯგუფი მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებას ქვეყნების ოფიციალური მონაცემების მიხედვით აკვირდება. 210 ქვეყანასა და ტერიტორიაზე დღემდე დაინფიცირდა 3 220 969 ადამიანი. გარდაცვლილია 228 251.

მძიმე პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ქალაქ უჰანიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG